მედიის ინფორმაციით, ბორის ჯონსონმა შესაძლოა, ქვეყანაში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები ჩაატაროს
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა შესაძლოა, ქვეყანაში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები ჩაატაროს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ბიბისის“ პოლიტიკური ამბების რედაქტორი ლორა კიუნსბერგი ავრცელებს.
„როგორც ვხვდები , არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ჯონსონმა პარლამენტს ვადამდელი არჩვენების ჩატარება შესთავაზოს“, – წერს კიუნსბერგი.
„ბიბისის“ პოლიტიკური ამბების რედაქტორის ინფორმაციით, ეს საკითხი დღეს დაგეგმილ მთავრობის სხდომაზე უნდა განიხილონ .
ბორის ჯონსონმა გასულ კვირას დედოფალს პარლამენტის მუშაობის დროებით შეჩერების თხოვნით მიმართა. ელისაბედ მეორემ ეს თხოვნა დააკმაყოფილა. ჯონსონის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ამ გზით პრემიერ-მინისტრი ცდილობს, დეპუტატებს ბრექსიტის საკითხზე მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების დრო შეუმციროს.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს. ჯონსონის გეგმის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა 14 ოქტომბერს უნდა განაახლოს.