მედიის ინფორმაციით, ბორის ჯონსონმა შესაძლოა, ქვეყანაში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები ჩაატაროს

17:32, 02.09.2019

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა შესაძლოა, ქვეყანაში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები ჩაატაროს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ბიბისის“ პოლიტიკური ამბების რედაქტორი ლორა კიუნსბერგი ავრცელებს.

„როგორც ვხვდები , არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ჯონსონმა პარლამენტს ვადამდელი არჩვენების ჩატარება შესთავაზოს“, – წერს კიუნსბერგი.

„ბიბისის“ პოლიტიკური ამბების რედაქტორის ინფორმაციით, ეს საკითხი დღეს დაგეგმილ მთავრობის სხდომაზე უნდა განიხილონ .

ბორის ჯონსონმა გასულ კვირას დედოფალს პარლამენტის მუშაობის დროებით შეჩერების თხოვნით მიმართა. ელისაბედ მეორემ ეს თხოვნა დააკმაყოფილა. ჯონსონის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ამ გზით პრემიერ-მინისტრი ცდილობს, დეპუტატებს ბრექსიტის საკითხზე მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების დრო შეუმციროს.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს. ჯონსონის გეგმის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა 14 ოქტომბერს უნდა განაახლოს.

მსგავსი