მედიის ინფორმაციით, აშშ სანქციებს უწესებს 100-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ომის საწარმოებლად ეხმარებიან
მედიის ინფორმაციით, აშშ სანქციებს უწესებს 100-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ომის საწარმოებლად ეხმარებიან

აშშ ახალ სანქციებს აწესებს იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ომის საწარმოებლად ეხმარებიან.

„ბიბისის“ ცნობით, სასანქციო სიაში 100-ზე მეტი ფიზიკური პირი და ორგანიზაციაა, რომლებიც ამა თუ იმ გზით მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო კამპანიას უკრაინაში.

ე.წ. შავ სიაში მილიარდერ ალიშერ უსმანოვის იმპერიაც მოხვდა, რომელიც, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია და უკრაინაში ომისთვის ფინანსურ წყაროსაც წარმოადგენს.

მედიის ცნობით, სანქციები უწესდებათ ჩინურ, თურქულ, არაბულ კომპანიებსაც, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებიან.

სიაში მოხვდა ასევე საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი, რომელიც ბუდაპეშტშია ბაზირებული, თუმცა კრემლის დაქვემდებარებაშია.