მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ხომალდმა სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო მას შემდეგ, რაც წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმა განხორციელდა
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ხომალდმა სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო მას შემდეგ, რაც წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმა განხორციელდა.
მანამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ ამერიკის საომარ ხომალდებსა და სხვა რამდენიმე კომერციულ გემზე წითელ ზღვაში თავდასხმა განხორციელდა. იემენელმა ჰუსიტებმა კი განაცხადეს, რომ თავდასხმა განახორციელეს ისრაელთან დაკავშირებულ გემებზე.
მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი შემთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გემებს, რომლებზეც თავდასხმა განხორციელდა, არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ისრაელთან.