პენტაგონში აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში აშშ-ის საომარ ხომალდებსა და რამდენიმე კომერციულ გემზე თავდასხმა განხორციელდა, იემენელი ჰუსიტები კი ამბობენ, რომ ისრაელთან დაკავშირებულ გემებს დაესხნენ თავს
პენტაგონში აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში აშშ-ის საომარ ხომალდებსა და რამდენიმე კომერციულ გემზე თავდასხმა განხორციელდა, იემენელი ჰუსიტები კი ამბობენ, რომ ისრაელთან დაკავშირებულ გემებს დაესხნენ თავს

პენტაგონში აცხადებენ, რომ ამერიკის საომარ ხომალდებზე და სხვა რამდენიმე კომერციულ გემზე წითელ ზღვაში თავდასხმა განხორციელდა. იემენელმა ჰუსიტებმა კი განაცხადეს, რომ ისრაელთან დაკავშირებულ გემებზე განახორციელეს თავდასხმა, თუმცა აშშ-ის გემები არ უხსენებიათ. ინფორმაციას „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.

პენტაგონს არ განუცხადებია, საიდან განხორციელდა თავდასხმა. თუმცა იემენელი ჰუსტიების სამხედრო სპიკერმა, იაჰია სარეამ განაცხადა, რომ გემებმა უგულებელყვეს ჰუსიტების გაფრთხილება, რის გამოც მათზე განახორციელეს თავდასხმა.

„იემენის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ისრაელის გემების წითელ ზღვაში დაშვების აკრძალვას, ვიდრე არ შეჩერდება ისრაელის აგრესია ჩვენი ძმების წინააღმდეგ ღაზის სექტორში. იემენის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს გაფრთხილება ისრაელისა და ისრაელთან დაკავშირებული ყველა გემის მიმართ, რომ ისინი გახდებიან ლეგიტიმური სამიზნეები, თუ დაარღვევენ აღნიშნულ განცხადებას“, – აღნიშნა სარეამ.