მედიის ინფორმაციით, ამერიკელ სენატორს, ბობ მენენდესს ქრთამის აღებაზე წაუყენეს ბრალი
მედიის ინფორმაციით, ამერიკელ სენატორს, ბობ მენენდესს ქრთამის აღებაზე წაუყენეს ბრალი

ამერიკელ სენატორს, ბობ მენენდესს ქრთამის აღებაზე წაუყენეს ბრალი, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, პროკურორები აცხადებენ, რომ მენენდესმა და მისმა მეუღლემ, ნადინმა, სამი ბიზნესმენისგან მიიღეს ოქრო, ფული და ძვირადღირებული მანქანა.

როგორც „ბიბისი“ წერს, პროკურორები აღნიშნავენ, რომ მათ ეს თანხა ეგვიპტის ხელისუფლებისგან მიიღეს.

„მათ ეს ჩაიდინეს მენენდესის, როგორც სენატორის გავლენისა და ძალაუფლების სანაცვლოდ, სამი ბიზნესმენის დასაცავად და „ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის სასარგებლოდ“, – ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მენენდესს ქრთამის აღებაში წაუყენეს ბრალი. მას ქრთამის აღებაში 2015 წელსაც წაუყენეს ბრალი, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვანი განაჩენის გამოტანა ვერ შეძლეს.