მედიის ცნობით, ზავის ამოქმედების შემდეგ ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი
ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად.
თურქული მედიის ინფორმაციით, ღაზაში ზავის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეების ნაწილმა ქალაქ ღაზაში დაბრუნება სცადა, რა დროსაც მათ ცეცხლი გაუხსნეს.
გავრცელებული ცნობით, ინციდენტი გზაჯვარედინზე მოხდა, რომელიც ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს ჰყოფს.
პარალელურად, ისრაელის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღაზის ბევრი მცხოვრები მიემართება სახლებისკენ, მათ შორის ზოგიერთი ცდილობს, დაბრუნდეს ანკლავის ჩრდილოეთით, ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელის გაფრთხილების მიუხედავად, რომ ის კვლავ ომის ზონაა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ძალებმა გამოიყენეს მასობრივი შეკრების დასაშლელი საშუალებები ხალხის ჩრდილოეთით გადაადგილების თავიდან ასაცილებლად. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქ ეილათში უპილოტო თვითმფრინავის სავარაუდო შეღწევასთან დაკავშირებით განგაშის სიგნალი ისმის.