მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი სექტემბერში დაგეგმილ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი სექტემბერში დაგეგმილ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი სექტემბერში დაგეგმილ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაცია გაერო-ში ალბანეთის წარმომადგენელმა, ფერიტ ხოჯამ გაავრცელა.

ალბანეთი სექტემბერში გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იქნება.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ჩასვლას, სადაც ის პირადად წარადგენს უკრაინის „მშვიდობის ფორმულას.“ როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისში თქვეს, ზელენსკი ნიუ იორკში ვიზიტის დროს ბევრ ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს.

უკრაინის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა 20 სექტემბერსაა დაგეგმილი.