მედიის ცნობით, „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების პოტენციური საფრთხეების გამო პოლონეთს ჯარები აღმოსავლეთში გადაჰყავს
მედიის ცნობით, „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების პოტენციური საფრთხეების გამო პოლონეთს ჯარები აღმოსავლეთში გადაჰყავს

„ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების პოტენციური საფრთხეების გამო პოლონეთს ჯარები აღმოსავლეთში გადაჰყავს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

პოლონეთის უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ზბიგნევ ჰოფმანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა მას შემდეგ მიიღო, რაც კომიტეტმა გააანალიზა „ვაგნერის დაჯგუფების ბელარუსში ყოფნის შესაძლო საფრთხეები“.

„ბელარუსის არმიისა და „ვაგნერის“ ჯგუფის წვრთნები ან ერთობლივი წვრთნები უდავოდ პროვოკაციაა“, – განაცხადა ჰოფმანმა.

როგორც მედია წერს, ეს გადაწყვეტილება პოლონეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც მედიაში „ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის ვიდეო გავრცელდა, სადაც პრიგოჟინი მიესალმება თავის მებრძოლებს ბელარუსში.