მედიის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი შეცვალოს
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი შეცვალოს. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Sun-ი წერს.
ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, თუმცა, მედიის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე ქვეყანა მიმდინარე წლის ოქტომბერში ნატო-ს გენერალურ მდივნად ფონ დერ ლაიენის არჩევას უჭერს მხარს.
ბრიტანული მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ლონდონი ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ვეტოს დაადებს.
აღსანიშნავია, რომ 2013-2019 წლებში ურსულა ფონ დერ ლაიენი ანგელა მერკელის მთავრობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ალიანსის მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილების ვადა წლის ბოლოს ეწურება.
ამასთან, მედიაში ასევე გავრცელდა ცნობა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ნატო-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ემხრობა.