მედიის ცნობით, უკრაინული დრონებით თავდასხმებს ბელგოროდსა და დონეცკში მსხვერპლი მოჰყვა, მოსკოვის მერი კი აცხადებს, რომ რუსეთის დედაქალაქისკენ მიმავალი 23 დრონი ჩამოაგდეს
ბელგოროდის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებულ თავდასხმებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორი მოზარდია. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
რუსული მედიის ცნობით, დონეცკში დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
ამასთან, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა აღნიშნა, რომ რუსეთის დედაქალაქისკენ მიმავალი 23 დრონი ჩამოაგდეს.
მანამდე „როსავიაციამ“ მოსკოვის აეროპორტებში მუშაობის შეჩერების შესახებ გამოაცხადა. „როსავიაციის“ ცნობით, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დროებითი შეზღუდვები დაწესდა.