უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა, რომ კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი აიღეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტის აღების შესახებ აცნობა.
აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია წერს.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ასევე ინფორმირებულია ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებაზე აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებულ ვითარებაზე, ისევე როგორც თავდაცვის ძალისხმევის გაძლიერებაზე ტორეცკსა და პოკროვაში.