მედიის ცნობით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ახალ კალენდარზე გადადის
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ახალ კალენდარზე გადადის, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ამიერიდან ქვეყანაში ქრისტეშობა 25 დეკემბერს აღინიშნება, ნაცვლად 7 იანვრისა. ასევე შეიცვლება სხვა დღესასწაულთა თარიღებიც, მათ შორის, ნათლისღება, 19 იანვრის ნაცვლად, 6 იანვარს დაწესდება, წმინდა ნიკოლოზის დღე კი, 19 დეკემბრის ნაცვლად, 6 დეკემბერს აღინიშნება.
მედიის ცნობით, აღდგომა და სამების დღესასწაული ძველებურად დადგინდება. ახალ კალენდარზე გადასვლასთან დაკავშირებით ფორმალურ გადაწყვეტილებას 27 მაისს საკათედრო ტაძარში მიიღებენ.