მედიის ცნობით, უკრაინამ რუსეთის ბრიანსკის რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში
უკრაინამ რუსეთის ბრიანსკის რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა აპარატებმა ნავთობბაზა დაბომბეს. ასაფეთქებელი მოწყობილობის გაშვების შემდეგ დაზიანდა ბეტონის ბაზა და ნავთობპროდუქტების შესანახი ავზი.
გასული დღის განმავლობაში ეს არ იყო ბრიანსკის რეგიონზე უკრაინის თავდასხმის ერთადერთი შემთხვევა.
ბრიანსკის რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრე ბოგომაზის განცხადებით, უკრაინის არმიამ უპილოტო თვითმფრინავით ქალაქ სტაროდუბში ადმინისტრაციული შენობა დაბომბა.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.