მედიის ცნობით, თურქეთმა რუსეთში დასავლეთის მიერ სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტი შეწყვიტა
მედიის ცნობით, თურქეთმა რუსეთში დასავლეთის მიერ სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტი შეწყვიტა

თურქეთმა რუსეთში დასავლეთის მიერ სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტი შეწყვიტა, – ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ცნობით, თურქეთის მთავრობამ კომპანიებს იმ უცხოური პროდუქციის ჩამონათვალი გადასცა, რომელთა გადამისამართებაც რუსეთში პირველი მარტიდან აიკრძალა.

„როიტერის“ წყაროს განცხადებით, ანკარამ ზეპირსიტყვიერი დაპირება მისცა ევროკომისიას, რომ ევროკავშირის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს სასანქციო სიაში მოხვედრილი პროდუქციის გადამისამართება რუსეთში აღარ მოხდება.