მედიის ცნობით, თურქეთის დაზვერვამ სირიაში ქურთი მებრძოლების პოზიციებს დაარტყა
თურქეთის დაზვერვამ სირიაში 23 სამიზნეს დაარტყა, რომლებიც ქურთ მებრძოლებს ეკუთვნოდათ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამიზნეები მოიცავდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, საგუშაგოებსა და სამხედრო ბაზებს.
როგორც მედია წერს, თურქულმა მხარემ დარტყმები ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებთან შეტაკებისას ცხრა ჯარისკაცის დაღუპვის საპასუხოდ განახორციელა.