მედიის ცნობით, ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის დროს იარაღის გასროლის შედეგად დაჭრილი ქალი დაიღუპა
მედიის ცნობით, ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის დროს იარაღის გასროლის შედეგად დაჭრილი ქალი დაიღუპა

დონალდ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად დაჭრილი ქალი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ენბისი ნიუსი“ სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალი, რომლის იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მედია წერს, რომ გასროლის შემდეგ ქალი მკერდის არეში დაიჭრა. ვაშინგტონის პოლიციის უფროსი, რობერტ კონტი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმის ამბოხთან დაკავშირებით ამ დროისთვის 13 ადამიანია დაკავებული. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონგრესის შენობა სრულად არის დაცული. ვაშინგტონში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა.