მედიის ცნობით, ტერეზა მეიზე დანებით თავდასხმა იგეგმებოდა 
მედიის ცნობით, ტერეზა მეიზე დანებით თავდასხმა იგეგმებოდა 

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც ქვეყნის პრემიერზე ტერეზა მეიზე თავდასხმას გეგმავდნენ. ამის შესახებ The Independent ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელზე ენდრიუ პარკერზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ცნობით, მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ მან მინისტრების წინაშე ისაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცები ლონდონში, ბირმინგემში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად წინა კვირაში აიყვანეს. მათ ტერორიზმში ადანაშაულებენ. The Independent-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები დაუნინგ-სტრიტზე, პრემიერ-მინისტრის კანცელარიასთან ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას, მოგვიანებით კი, ტერეზა მეიზე დანებით თავდასხმას გეგმავდნენ.

დაკავებულები სასამართლოს წინაშე 6 დეკემბერს წარდგებიან.