მედიის ცნობით, ტექნიკური პრობლემით გამოწვეული ინციდენტის გამო, ავიაკომპანია „ლათამ ეარლაინსის“ თვითმფრინავში, სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა 
მედიის ცნობით, ტექნიკური პრობლემით გამოწვეული ინციდენტის გამო, ავიაკომპანია „ლათამ ეარლაინსის“ თვითმფრინავში, სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა 

ავიაკომპანია „ლათამ ეარლაინსის“ თვითმფრინავში, რომელიც სიდნეიდან ოკლანდში მიფრინავდა, სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ტექნიკურ პრობლემას უკავშირდება, რამაც ფრენის დროს „ძლიერი მოძრაობა“ გამოიწვია.

დაშავებულებს შორის არიან როგორც მგზავრები, ასევე ეკიპაჟის წევრები. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენებს კი მსუბუქი დაზიანებები აქვთ.

თვითმფრინავი ოკლანდში დაჯდა. შემდეგ ის ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში უნდა გაფრენილიყო. ავიაკომპანიას ინციდენტის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია.