დამასკოზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, სირიის ხელისუფლება იერიშში ისრაელს ადანაშაულებს
სირიის დედაქალაქ დამასკოზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს.
სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, რაკეტები საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა. დაზიანებულია ათსართულიანი სახლი, ათობით ავტომობილი. ასევე სასკოლო ავტობუსი, რომელიც ცარიელი იყო.
სირიის ხელისუფლება იერიშში ისრაელს ადანაშაულებს. ისრაელში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.