ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, პეკინი ომისთვის ემზადება. როგორც მედია წერს, ჩინეთის პარლამენტის და მისი უმაღლესი პოლიტიკური საკონსულტაციო ორგანოს ყოველწლიური შეხვედრის დროს, საერთო ჯამში, ჩინეთის ლიდერმა ომისთვის მზადყოფნის თემა ოთხ ცალკეულ გამოსვლაში გამოიტანა.
„ფორინ ეფეარის“ ინფორმაციით, ერთ-ერთ გამოსვლაში სი ძინპინმა თავის გენერლებს „მამაცურად ბრძოლისკენ“ მოუწოდა.
ჩინეთის მთავრობამ ასევე გამოაცხადა ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტის 7,2-პროცენტიანი ზრდა, რომელიც გაორმაგდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
პეკინი ასევე გეგმავს, რომ ქვეყანა ნაკლებად დამოკიდებული გახდეს უცხოური მარცვლეულის იმპორტზე.
ბოლო თვეებში პეკინმა გამოაქვეყნა სამხედრო მზადყოფნის შესახებ ახალი კანონები, შექმნა ახალი საჰაერო თავშესაფრები ტაივანის სრუტის გასწვრივ ქალაქებში და ახალი „ეროვნული თავდაცვის მობილიზაციის“ ოფისები მთელი ქვეყნის მასშტაბით.