მედიის ცნობით, შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა
შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული და რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ეკიპაჟის სამი წევრი გადარჩენილია.
შემთხვევა ბართინის პროვინციის, ინკუმუს რაიონის სანაპიროსთან მოხდა. პროვინციის გუბერნატორის ცნობით, ეკიპაჟი 15 წევრისგან შედგებოდა და მათ გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ეკიპაჟის წევრები სამ სამაშველო ნავზე იმყოფებიან.
გუბერნატორის თქმით, სამაშველო ნავების ჩაძირვის ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მაშველების მუშაობას კი უამინდობა ართულებს.