მედიის ცნობით, საუდის არაბეთში გამართული სამიტის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასთან დაკავშირებით
მედიის ცნობით, საუდის არაბეთში გამართული სამიტის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასთან დაკავშირებით.
როგორც მედია წერს, „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა უნდა იყოს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ცენტრში, ისევე როგორც გაერო-ს წესდების უზენაესობა“.
გამოცემა Corriere della Sera ევროკავშირში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრაზე მხარეებმა გადაწყვიტეს სამუშაო ჯგუფის შექმნაც კიევის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ 10 პუნქტის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით.
გამოცემის წყაროების ცნობით, სახელმწიფოს მეთაურთა კონფერენციის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ის შესაძლოა, წლის ბოლომდე ჩატარდეს.
შეხვედრა ქალაქ ჯიდაში გაიმართა, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების დარგის სპეციალისტები და 40-მდე ქვეყნის ლიდერების პოლიტიკური მრჩევლები ესწრებოდნენ. მონაწილე ქვეყნებს შორის იყვნენ ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, მექსიკა, ჩილე და სამხრეთ აფრიკა. შეხვედრაზე მიწვეული არ იყო რუსეთის ფედერაცია.