უკრაინული მედიის ცნობით, დილიდან საჰაერო განგაშის სიგნალი უკრაინის ყველა ოლქში ისმის. კიევში სირენების ხმა დილის 06:26 საათიდან ჩაირთო. ერთ-ერთი ბოლო იმიერკარპატების ოლქია, სადაც განგაში გამოცხადდა.
ხარკოვში ხუთი წუთის განმავლობაში აფეთქებების ორი სერია განხორციელდა. მერის იგრორ ტერეხოვის განცხადებით, დარტყმის ქვეშ არის ქალაქის სამრეწველო რაიონი. ხარკოვის მეტრომ მუშაობა შეაჩერა. მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებდნენ.
ამასთან, ღამით იბომბებოდა მიკოლაევის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებიც.