მედიის ცნობით, საფრანგეთში პატიმრის გაქცევის დროს ციხის დაცვის ორი წევრი დაიღუპა, ხოლო სამი მძიმედ არის დაჭრილი
საფრანგეთში პატიმრის გაქცევის დროს ციხის დაცვის ორი წევრი დაიღუპა, ხოლო სამი მძიმედ არის დაჭრილი, – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პატიმარი ციხის ბადრაგის მანქანით გადაჰყავდათ, რა დროსაც უცნობმა პირებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და პატიმარი გაიქცა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
შემთხვევას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, თავდასხმა ყველასთვის შოკის მომგვრელი იყო.
„ყველაფერი კეთდება ამ დანაშაულის ჩამდენი პირების გამოსავლენად, რათა სამართლიანობა ფრანგი ხალხის სახელით აღსრულდეს“, – წერს მაკრონი.