მედიის ცნობით, საფრანგეთისა და იტალიის საზღვართან კლდის ნაწილის ჩამოშლის გამო ავტომაგისტრალი და სარკინიგზო ხაზი გადაიკეტა
საფრანგეთისა და იტალიის საზღვართან კლდის ნაწილის ჩამოშლის გამო ავტომაგისტრალი და სარკინიგზო ხაზი გადაიკეტა.
ამის შესახებ France Bleu იუწყება.
შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:15 საათზე მოხდა.
როგორც მედია წერს, უცნობია, როდის გაიხსნება საფრანგეთსა და იტალიას შორის, მაურიენის გავლით, სარკინიგზო ხაზი.