მედიის ცნობით, საფრანგეთის ქალაქ ლიონთან ახლოს, საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა
საფრანგეთის ქალაქ ლიონთან ახლოს, ვო-ან-ველინის უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანია. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა 14 პირი, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულებს შორის ორი მეხანძრეა, რომლებიც ჰოსპიტალიზებული არიან.
როგორც მედია წერს, ადგილზე იმყოფებოდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯერალდ დერმანენი, რომელმაც აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება.
„გვაქვს რამდენიმე ვერსია, საქმეზე დაიწყება გამოძიება“, – განაცხადა ჯერალდ დერმანენმა.
საცხოვრებელ სახლში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 170 მეხანძრე.