მედიის ცნობით, საფრანგეთის ახალდანიშნული ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ არადეკლარირებული ძვირად ღირებული საჩუქრების მიღებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს
საფრანგეთის ახლად დანიშნული ჯანდაცვის მინისტრის, აგნეს ფირმინ ლე ბოდოს წინააღმდეგ არადეკლარირებული ძვირად ღირებული საჩუქრების მიღებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, აგნეს ფირმინ ლე ბოდო ეჭვმიტანილია 20 000 ევროზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული საჩუქრების მიღებაში 2015-დან 2020 წლამდე, როდესაც იგი ნორმანდიაში ფარმაცევტად მუშაობდა.
როგორც მედია წერს, ლე დობომ მიიღო 21 ძვირად ღირებული პროდუქტი, მათ შორის საათები, შამპანურის ბოთლები, სმარტფონები და ტელევიზორი.
ხელისუფლებამ გამოძიება 2023 წლის ივნისში დაიწყო, ხოლო მოსმენა 2024 წლის იანვარშია დაგეგმილი.
ლე ბოდომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი გასულ კვირას დაიკავა, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ორელიან რუსო საიმიგრაციო კანონპროექტის გამო გადადგა.