მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია, სულ მცირე, ექვსი ადამიანი
მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია, სულ მცირე, ექვსი ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია, სულ მცირე, ექვსი ადამიანი, დაშავდა რვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებენ.

მათივე ცნობით, სამიზნე გახდა ქალაქის ცენტრალური ნაწილი. დაზიანდა 16 მრავალსართულიანი შენობა, რვა კერძო სახლი, სკოლამდელი სასწავლო დაწესებულება და საგადასახადო სამსახურის შენობა.

ამასთან ერთად, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დღეს დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში. არსებული ინფორმაციით, დაზიანდა სარკინიგზო დეპო და დაშავდა ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქალაქ მელიტოპოლში ამ კვირში უკვე მესამედ გაისმა აფეთქებების ხმა.