მედიის ცნობით, რუსული გემი, რომელსაც უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, თურქმა მებაჟეებმა დააკავეს
რუსული გემი, რომელსაც უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, თურქმა მებაჟეებმა დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთში უკრაინის ელჩმა, ვასილი ბოდნარმა განაცხადა.
უკრაინელი დიპლომატის თქმით, ხომალდი პორტის შესასვლელთან დგას და თურქი გამომძიებლები მის ბედს 4 ივლისს გადაწყვეტენ. ბოდნარმა იმედი გამოთქვა, რომ გემს დააპატიმრებენ, ქონებას ჩამოართმევენ და ამ თაღლითობაში ჩართული ყველა ადამიანი პასუხს აგებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული გემი თურქეთის პორტში რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის საპორტო ქალაქ ბერდიანსკიდან შევიდა. ვასილი ბოდნარის განცხადებით, პარალელურად, ყირიმის პორტებიდან სხვა გემებს აქვთ ყალბი რუსული დოკუმენტები, რომ ისინი რუსული მარცვლეულის ტრანსპორტირებას ახდენენ.