მედიის ცნობით, რუსი სამხედროების მიერ ზაპოროჟიეს ოლქზე თავდასხმის შედეგად სამი მოქალაქე დაიღუპა, ხერსონში საცხოვრებელ კორპუსებზე დარტყმას კი ორი ადამიანი ემსხვერპლა
რუსი სამხედროების მიერ ზაპოროჟიეს ოლქზე თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ასევე არიან დაშავებულები. ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე იური მალაშკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსმა სამხედროებმა განახორციელეს საარტილერიო თავდასხმა მდინარე დნეპრის სანაპირო ზოლზე, ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ ბელენკოეში“, – განაცხადა მილაშკომ.
ამასთან, რუსეთის ძალებმა ხერსონში საცხოვრებელ კორპუსებზე დარტყმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით, შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.