მედიის ცნობით, რუსი სამხედროების მიერ ხერსონის სატრანსპორტო საწარმოს დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, სამი კი, დაიჭრა
მედიის ცნობით, რუსი სამხედროების მიერ ხერსონის სატრანსპორტო საწარმოს დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, სამი კი, დაიჭრა

რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ხერსონის სატრანსპორტო საწარმო დაბომბეს. დაიღუპა, სულ მცირე, სამი და დაიჭრა სამი ადამიანი.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული ტერიტორიიდან საოლქო ცენტრი არტილერიით დაბომბა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. განგაში უკავშირდება რუსეთის ფედერაციაში „მიგ-31 კას“ ტიპის ავიაგამანადგურებლების აფრენას, რომლებიც „კინჟალის“ რაკეტების გადამტანები არიან.

რუსეთის ჯარებმა უკრაინის ტერიტორიაზე 51 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და 50-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებებზე.

პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ რუსული ჯარების პერსონალის კონცენტრაციის უბნები ათჯერ დაბომბა.