რუსეთმა კიევზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განახორციელა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე ფრთოსანი, ბალისტიკური რაკეტა და ათამდე უპილოტო აპარატი გაანადგურეს
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის რეგიონზე რუსეთის თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის შვიდის ნახევარზე დაიწყო, რა დროსაც ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, ასევე უპილოტო აპარატები გამოიყენეს. თავდასხმა ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
საზენიტო ბრძოლის შედეგად უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რამდენიმე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა და ათამდე უპილოტო აპარატი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის კომბინირებული თავდასხმა კიევის რეგიონზე ბოლო 73 დღის განმავლობაში პირველად მოხდა.
კიევის რეგიონის ბროვარის ოლქში თავდასხმის შედეგად ერთ ადამიანი დაშავდა და შენობა განადგურდა. თავდასხმაში რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების სტრატეგიული ბომბდამშენები მონაწილეობდნენ.