მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად 16 მაღალსართულიანი შენობა, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები დაზიანდა
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად დაზიანდა 16 მაღალსართულიანი შენობა, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები. ინფორმაციას ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი ანატოლი კურტევი ავრცელებს.
„რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი, 16 მრავალსართულიანი კორპუსი, ორი სასწავლო და ერთი სამედიცინო დაწესებულება“, – წერს კურტევი „ტელეგრამზე“.
მანამდე უკრაინის სამხრეთ თავდაცვის ძალების პრესმდივანმა, ნატალია გუმენიუკმა გაავრცელა ინფორმაცია ზაპოროჟიეს რეგიონში „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შესახებ.