მედიის ცნობით, რუსეთი ე.წ. სიჩუმის რეჟიმს აცხადებს და უკრაინის რამდენიმე ქალაქიდან ჰუმანიტარული დერეფნები იქნება უზრუნველყოფილი
მედიის ცნობით, რუსეთი ე.წ. სიჩუმის რეჟიმს აცხადებს და უკრაინის რამდენიმე ქალაქიდან ჰუმანიტარული დერეფნები იქნება უზრუნველყოფილი

რუსეთი ოთხშაბათს, მოსკოვის დროით დილის 10:00 საათიდან ე.წ. სიჩუმის რეჟიმს აცხადებს და მზადყოფნას გამოთქვამს, რამდენიმე უკრაინული ქალაქიდან, მათ შორის კიევიდან ჰუმანიტარული დერეფნები უზრუნველყოს.

„სიენენი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ამის შესახებ რუსეთის ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორის საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ რუსული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით ჰუმანიტარული დერეფნები გახსნას უკრაინის დედაქალაქ კიევიდან და მიმდებარე დასახლებებიდან, ასევე ჩერნიგოვოდან, სუმიდან, ხარკოვიდან, მარიუპოლიდან და სხვა დასახლებული პუნქტებიდან.