მედიის ცნობით, რობერტ კუბიცამ ბრიტანულ საჯინიბო „უილიამსთან“ კონტრაქტი გააფორმა
როგორც NBC-ის ჟურნალისტი ჯეისონ სუოლზი „ტვიტერში“ წერს, პოლონელმა პილოტმა რობერტ კუბიცამ ბრიტანულ საჯინიბო „უილიამსთან“ კონტრაქტი გააფორმა. ის ამ გუნდის რიგებში 2018 და 2019 წლების სეზონში საპრიზო პილოტი იქნება.
ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია ოფიციალური არ არის და მას უახლოეს უქმეებზე, აბუ-დაბის გრანპრის დროს დაადასტურებენ.
კუბიცას კარიერა ფორმულა 1-ში 2011 წელს შეწყდა, როცა პოლონელი რალის დროს უმძიმეს ავარიაში მოხვდა და სასწაულებრივ გადაურჩა მარჯვენა ხელის ამპუტაციას.