მედიის ცნობით, რობერტ კუბიცამ ​ბრიტანულ საჯინიბო „უილიამსთან“ კონტრაქტი გააფორმა
მედიის ცნობით, რობერტ კუბიცამ ​ბრიტანულ საჯინიბო „უილიამსთან“ კონტრაქტი გააფორმა

როგორც NBC-ის ჟურნალისტი ჯეისონ სუოლზი „ტვიტერში“ წერს, პოლონელმა პილოტმა რობერტ კუბიცამ ​ბრიტანულ საჯინიბო „უილიამსთან“ კონტრაქტი გააფორმა. ის ამ გუნდის რიგებში 2018 და 2019 წლების სეზონში საპრიზო პილოტი იქნება.
ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია ოფიციალური არ არის და მას უახლოეს უქმეებზე, აბუ-დაბის გრანპრის დროს დაადასტურებენ.
კუბიცას კარიერა ფორმულა 1-ში 2011 წელს შეწყდა, როცა პოლონელი რალის დროს უმძიმეს ავარიაში მოხვდა და სასწაულებრივ გადაურჩა მარჯვენა ხელის ამპუტაციას.