მედიის ცნობით, პორტუგალიელმა ფერმერებმა პროტესტის ნიშნად პორტუგალია-ესპანეთთან დამაკავშირებელი გზა ტრაქტორებით გადაკეტეს
მედიის ცნობით, პორტუგალიელმა ფერმერებმა პროტესტის ნიშნად პორტუგალია-ესპანეთთან დამაკავშირებელი გზა ტრაქტორებით გადაკეტეს

პორტუგალიელმა ფერმერებმა პროტესტის ნიშნად პორტუგალია-ესპანეთთან დამაკავშირებელი გზა ტრაქტორებით გადაკეტეს.

პორტუგალიის მთავრობამ, საპროტესო აქციების თავიდან აცილების მიზნით, საფრანგეთისა და ბრიუსელის მსგავსად, ფერმერებისთვის გადაუდებელი დახმარების სახით 500 მილიონი ევრო გამოყო, თუმცა ფერმერთა გარკვეული ჯგუფი მიიჩნევს, რომ ისინი ამ პრობლემაზე სადისკუსიო ჯგუფებში საკმარისად არ არიან წარმოდგენილი.

„ჩვენი მოძრაობა არის სამოქალაქო და უპარტიო. ჩვენი მიზანია, ამ სექტორის პრობლემებზე საჯაროდ ვისაუბროთ“, – განაცხადა  საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, რიკარდო ესტრელამ.