მედიის ცნობით, ორი ირანული ხომალდი ბალტიის ზღვაშია და პეტერბურგს უახლოვდება
მედიის ცნობით, ორი ირანული ხომალდი ბალტიის ზღვაშია და პეტერბურგს უახლოვდება

ორი ირანული ხომალდი, რომელიც მანამდე ვენესუელისკენ მიემართებოდა, ამჟამად ბალტიის ზღვაშია და რუსეთის ქალაქ პეტერბურგს უახლოვდება. ვებგვერდ, „მარინ თრეფიკზე“ დაყრდნობით, რომელიც გემების გადაადგილებას აკვირდება, „სიენენიწერს, რომ ხომალდები პეტერბურგში სავარაუდოდ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების დღის აღსანიშნავად მიემართებიან.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო გემებს ორი თვის განმავლობაში აკვირდებოდა, რადგან აფრიკის სამხრეთ წვერიდან ვენესუელის მიმართულებით ატლანტის ოკეანის გადაკვეთას აპირებდნენ. პენტაგონი შეშფოთებული იყო ირანული იარაღის დასავლეთ ნახევარსფეროში პოტენციური შეღწევით და ვენესუელისთვის იარაღის შესაძლო გადაცემით.

ივნისის შუა რიცხვებში გემებმა კურსი ჩრდილოეთით შეცვალეს. გავრცელებული ცნობით, ვენესუელამ ირანული ხომალდების უკან გაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-მა კარაკასზე და ნიკოლას მადუროზე დიპლომატიური ზეწოლა განახორციელა.