მედიის ცნობით, მექსიკაში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს
მედიის ცნობით, მექსიკაში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს

მექსიკაში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ნოე რამოსია. მას ტამაულიპას შტატის ქალაქ სიუდად მანტეში დანით დაესხნენ თავს, როდესაც წინასაარჩევნო კამპნაიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდა. სამართალდამცველები ეჭვმიტანილს ეძებენ.

მერობის მეორე კანდიდატი ალბერტო ანტონიო გარსია კი, რომელიც ოახაკას ქალაქ სან ხოსე ინდიპენსიას მერობისთვის იბრძოდა, ოთხშაბათს გაუჩინარდა, ხოლო დღეს გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც  მედია წერს, 2024 წლის საყოველთაო არჩევნებში მონაწილე მოკლულ პოლიტიკოსთა რიცხვმა 17-ს მიაღწია.