მედიის ცნობით, მაიკ პენსი ტრამპის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ გამორიცხავს
მედიის ცნობით, მაიკ პენსი ტრამპის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ გამორიცხავს

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ გამორიცხავს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მაიკ პენსმა ეს განცხადება „სიბიესთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მაიკ პენსის განცხადებით, ის არ გეგმავს ჩვენების მიცემას, მაგრამ ამას არ გამორიცხავს.

„ხალხი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ჩვენ დავემორჩილებით კანონს, ჩვენ კანონის მოთხოვნას ვუპასუხებთ. ჩვენ, უბრალოდ, სიმართლეს ვიტყვით“, – განაცხადა პენსმა, რომელსაც, დონალდ ტრამპთან ერთად, ასევე სურს, 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს პირველ აგვისტოს წაუყენეს ბრალი 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე. თავად ტრამპი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.