ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად ისრაელის არმიის სამი ჯარისკაცი დაიჭრა
ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად ისრაელის არმიის სამი ჯარისკაცი დაიჭრა. ისრაელის მედიის ცნობით, ლიბანიდან ცეცხლი გახსნეს ნაღმტყორცნებიდან ისრაელის არმიის საკონტროლო პუნქტის მიმართულებით, რომელიც შტულასა და იფტას დასახლებულ პუნქტებთან მდებარეობს.
ისრაელის არმიამ ლიბანის საცეცხლე პოზიციები არტილერიით დაბომბა.
7 ოქტომბრის შემდეგ ლიბანის სასაზღვრო რეგიონში „ჰეზბოლას“, სულ მცირე, 87 მებრძოლი და 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.