მედიის ცნობით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამოძიებებისა და შესაძლო იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას გეგმავენ
მედიის ცნობით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამოძიებებისა და შესაძლო იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას გეგმავენ

კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამოძიებების და შესაძლო იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას გეგმავენ.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, რესპუბლიკელების მცირე ჯგუფი ბაიდენის ადმინისტრაციისთვის პრობლემების შექმნას გეგმავს, რაც გულისხმობს გამოძიებების დაწყებას ქვეყნის პრეზიდენტის შვილზე, ჰანთერ ბაიდენზე, „კოვიდ 19“-ის წარმოშობაზე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიზების ბრალდებებზე და აშშ-ის ავღანეთიდან გამოსვლის საკითხზე.

რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ ჰანტერ ბაიდენმა გამოიყენა მამის წარმატებული პოლიტიკური კარიერა საკუთარი თავის გასამდიდრებლად.

როგორც „ენბისი“ წერს, მას შემდეგ, რაც დემოკრატებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ორჯერ დაუჭირეს მხარი, კონგრესში მის ზოგიერთ მოკავშირეს საპასუხო ნაბიჯის გადადგმა სურს.