აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად რესპუბლიკელებმა მაიკ ჯონსონი აირჩიეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად რესპუბლიკელებმა მაიკ ჯონსონი აირჩიეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სპიკერად რესპუბლიკელებმა ლუიზიანელი კონგრესმენი მაიკ ჯონსონი აირჩიეს.

მაიკ ჯონსონის არჩევა პირველივე კენჭისყრით მოხდა. ჯონსონს მხარი სულ 220 კონგრესმენმა დაუჭირა. თანამდებობის დასაკავებლად მას 217 კონგრესმენის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტია. 221 მანდატით, უმრავლესობას ფლობს.

ცნობისთვის, სპიკერის კანდიდატურა ვაკანტური 3 ოქტომბერს გახდა, როდესაც კენჭისყრის შედეგად კევინ მაკარტი გადააყენეს.