მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინმა პუტინს დაბადების დღის მისალოცი წერილი გაუგზავნა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს უახლოეს მეგობრად მოიხსენიებს
მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინმა პუტინს დაბადების დღის მისალოცი წერილი გაუგზავნა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს უახლოეს მეგობრად მოიხსენიებს

ჩრდილოეთ კოერეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაბადების დღის მისალოცი წერილი გაუგზავნა, სადაც ვლადიმერ პუტინს უახლოეს მეგობრად მოიხსენიებს.

კიმ ჩენ ინმა პუტინს 72-ე იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა.

როგორც „ბიბისი“ წერს, წერილში ასევე ნათქვამია, რომ ივნისში პუტინის ფხენიანში ვიზიტის შემდეგ, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები გახდა უძლეველი და მარადიული.

„ჩვენ შორის შეხვედრები და მეგობრული კავშირები დადებით წვლილს შეიტანს ჩრდილოეთ კორეა-რუსეთის მეგობრობის მარადიული საფუძვლის განმტკიცებაში“, – წერს კიმ ჩენ ინი.