მედიის ცნობით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი ხვალ, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ამოქმედდება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი ხვალ, ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე ამოქმედდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ კატარზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტყვეობაში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს ადგილობრივი დროით საღამოს ოთხ საათზე გაათავისუფლებენ.
კატარის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ტყვეობიდან გათავისუფლდება 13 ქალი და ბავშვი. „ჰამასმა“ კატარის წარმომადგენლებს უკვე გადასცა სია იმ ადამიანების, რომლებსაც გაათავისუფლებენ.