მედიის ცნობით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ბრძოლა ღაზის სექტორში, ხუთ რაიონში მიმდინარეობს, ისრაელი საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო შეტევებს ახორციელებს
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ბრძოლა ღაზის სექტორში, ხუთ რაიონში მიმდინარეობს. ისრაელის ჯარი „ჰამასზე“ საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო შეტევებს ახორციელებს.
როგორც, „ჰამასის“ ლიდერები აცხადებენ, ისინი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებით ებრძვიან ისრაელის ჯარს.
ამასთან, მედიის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა საჰაერო შეტევები ღაზის სექტორზე, მათ შორის „ალ-ქუდსის“ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. სამედიცინო დაწესებულებას 14 000 ადამიანი აფარებს თავს.
მედია ასევე იუწყება, რომ ღაზის ჩრდილოეთით მცხოვრები ადამიანებისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მათთვის ასევე რთულია ღაზის დატოვება, რადგან ისრაელის ჯარები ღაზის ჩრდილოეთ ნაწილსა და სანაპირო გზას აკონტროლებენ. არსებული ინფორმაციით, ღაზაში დაახლოებით 700 000 ადამიანს არ აქვს ელექტროენერგია, წყალი და ინტერნეტი.