მედიის ცნობით, ისრაელმა გადაწყვიტა, ხელი არ შეუშალოს ეგვიპტიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოთხოვნის ფონზე, ძირითადი ჰუმანიტარული დახმარება მივიდეს ღაზის სექტორამდე, ისრაელმა გადაწყვიტა, ხელი არ შეუშალოს ეგვიპტიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, – ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს ინფორმაციას.
მედიის ცნობით, ისრაელის ომის კაბინეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნულია, რომ ისრაელი არ დაუშვებს თავისი ტერიტორიიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, ვიდრე ტერორისტულ ჯგუფებთან მყოფი მძევლები არ დაბრუნდებიან.
ისრაელი ითხოვს, რომ საერთაშორისო წითელ ჯვარს შეეძლოს მძევლების მონახულება და იმუშავებს ამ მოთხოვნისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე.
ამასთან, ისრაელის გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელი არ შეაფერხებს ჰუმანიტარული მარაგის ეგვიპტიდან ღაზაში მიწოდებას, ვიდრე ეს არის მხოლოდ საკვები, წყალი და მედიკამენტები ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ნებისმიერი მომარაგება, რომელიც მიაღწევს „ჰამასს“, ისრაელის მიერ დაიბლოკება.