მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გასულ ღამეს ღაზის სექტორში „ჰამასის“ 200 სამიზნე დაბომბეს
მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გასულ ღამეს ღაზის სექტორში „ჰამასის“ 200 სამიზნე დაბომბეს.
პარალელურად, ისრაელის სახმელეთო ოპერაცია გრძელდება არაბულ ანკლავში. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ნეგევის ბრიგადამ „ჰამასის“ ინფრასტრუქტურა გაანადგურა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ბეიტ ჰანუნის სკოლაში, რომელიც დაჯგუფების წევრებმა ჯარებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს. სასკოლო კომპლექსის შიგნით ისრაელის ჯარისკაცებმა იპოვეს გვირაბის ორი შესასვლელი, მათ შორის ერთი აფეთქებული და, ასევე, იარაღი.
საჰაერო თავდასხმები განხორციელდა მანქანების წინააღმდეგ, რომლებსაც რაკეტები და ნაღმმტყორცნები გადაჰქონდათ „ჰამასის“ წევრებისთვის, ასევე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვების პოზიციებზე, „ჰამასის ოპერატორთა ჯგუფსა“ და ახლომდებარე იარაღის საცავზე.
ისრაელის საზღვაო ძალებმა ასევე ღამით დარტყმები განახორციელეს ღაზის სანაპიროზე, „ჰამასის“ სადამკვირვებლო პუნქტებსა და სხვა ინფრასტრუქტურაზე.