მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე 280 პალესტინელი დააკავეს, მათ შორის „ჰამასთან“ დაკავშირებული 157 პირი
ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე 280 პალესტინელი დააკავეს, მათ შორის „ჰამასთან“ დაკავშირებული 157 პირი. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ მხოლოდ გასული ღამით დააკავეს „ჰამასის“ 25 წევრი, მათ შორის ორი დაჯგუფების მაღალი რანგის წევრია.
ისრაელის არმიის ცნობით, ბოლო დღეებში დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ძალებსა და პალესტინელებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა, ასევე განხორციელდა ტერორისტული თავდასხმის 10 მცდელობა. პალესტინური ადმინისტრაციის ცნობით კი, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე 54 პალესტინელი მოკლეს.